მთავრობის სპეციალური ვებ-გვერდის, Stopcov.ge-ის მონაცმებეით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 9245 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 268 პაციენტი და მათი საერთო რაოდენობა 4887 გახდა. ქვეყანაში კორონავირუსით სულ 58 ადამიანი გარდაიცვალა.
დღეის მდგომარეობით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5392 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის – 836, ხოლო კოვიდ სასტუმროებში გადაყვანილია – 1100.
მესამე დღეა, რაც დღე-ღამეში დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 500-ს აჭარბებს: გუშინ, 5 ოქტომბერს კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 4 ოქტომბერს კი 554 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.