weather cur horoscope tv
დეკემბერი 24, 2024

აჭარაში პოლიციელი COVID-19-ით გარდაიცვალა

15:20 ოთხშაბათი, 07 ოქტომბერი 2020

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი - 1969 წელს დაბადებული ბ.ჯ. ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს ცხელების ცენტრში გარდაიცვალა.

შსს-ს ცნობით, პოლიციის თანამშრომელს კორონავირუსი პირველ ოქტომბერს დაუდასტურდა, რის შემდეგაც ის ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადიოდა მკურნალობის კურსს. მას თანმდევი დაავადებები ჰქონდა: ფილტვების პნევმონია, გულის იშემიური დაავადებები და შაქრიანი დიაბეტი.

7 ოქტომბრის დილის მონაცემებით, 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 508 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 4 კოვიდ-ინფიცირებული პაციენტი კი გარდაიცვალა. გარდაცვალების ორი შემთხვევა აჭარაში, ერთი თბილისში, ერთი კი თერჯოლაში დაფიქსირდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 9753 შემთხვევაა დარეგისტრირებული, აქედან 5235 პაციენტი გამოჯანმრთელებულია, გარდაცვლილია 63.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]