weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სოფელ ველისციხის სკოლში 3 მოსწავლეს COVID-19 დაუდასტურდა

12:26 პარასკევი, 09 ოქტომბერი 2020
ფოტო არ არის გადაღებული ველისციხის სკოლაში ფოტო არ არის გადაღებული ველისციხის სკოლაში

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხის საჯარო სკოლაში კორონავირუსი კიდევ 3 მოსწავლეს დაუდასტურდა, რის გამოც სასწავლო პროცესი შეწყდა. საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის, დალი მინდიაშვილის განცხადებით, მოსწავლეები სკოლაში მშობლების გადაწყვეტილებით არ გამოცხადნენ.

სამი ინფიცირებულიდან ერთ-ერთი – მეხუთე კლასის მოსწავლე იმ მეცხრეკლასელის ძმაა, რომელსაც ვირუსი გასულ კვირაში დაუდასტურდა, ორი ინფიცირებული კი მეცხრე კლასის მოსწავლეა.

„გასულ კვირას ვირუსი ერთ მოსწავლეს დაუდასტურდა. მას შემდეგ ეპიდემიოლოგები, პოლიცია, ადგილობრივი თვითმმართველობა – ყველა ჩართული იყო, რომ შესაძლო კონტაქტები გამოეკვლიათ. ამ კვლევის პროცესში, გუშინ, ვირუსი დაუდასტურდა სამ მოსწავლეს. სამივე უსიმპტომოა, ოჯახებში არიან და ეპიდემიოლოგები აქცევენ ყურადღებას“, – განაცხადა „რეგინფოსთან“ დალი მინდიაშვილმა.

ამ დროისთვის ველისციხეში ეპიდემიოლოგთა ჯგუფი მუშაობს. როგორც დალი მინდიაშვილი ამბობს, მათი რეკომენდაციების საფუძველზე გადაწყდება, სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავა თუ არა.

„დღეს საკლასო ოთახებში სწავლა არ მიმდინარეობს, იმიტომ, რომ მშობლები შეშინდნენ. თუ რაიმე საფრთხის შემცველი არ გამოიკვეთა, ხვალიდან ჩვეულ რეჟიმში გავაგრძელებთ სწავლას. თუ საფრთხის შემცველი სიტუაცია გამოიკვეთა და საზოგადეოებრივმა ჯანდაცვამ დაგვიდო რეკომენდაცია ამასთან დაკავშირებით, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს საფრთხის შემცველი გარემო ავარიდოთ ბავშვებს და სწავლების ალტერნატიული ფორმა შევთავაზოთ“, – განაცხადა დალი მინდიაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, მეცხრე კლასი, სადაც ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, თვითიზოლაციაში იყო.

ოფიციალური მონაცემებით, ბოლო 24 საათში, კახეთის რეგიონში კორონავირუსი 11 ადამიანს დაუდასტურდა. ამ დროისთვის უცნობია, კიდევ რომელ რაიონებშია გამოვლენილი COVID-19-ის ახალი შემთხვევები – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილებასთან დაკავშირება ვერ შევძელით.

ბოლო დღეებში კორონავირუსის ორი შემთხვევა დადასტურდა სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ერისიმედში. დღეს სოფლის შესასვლელში პოლიციის საკოტროლო პუნქტი გაიხსნა, სადაც, COVID-19-ის პრევენციის მიზნით, ადგილობრივების თერმოსკრინინგი მიმდინარეობს.

 

ამ თემაზე:

კორონავირუსის 527 ახალი შემთხვევიდან 190 აჭარაშია, 179 – თბილისში, 91 – იმერეთში

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]