weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ჟურნალისტს დაუპირისპირდნენ, როდესაც ახალციხის მერს იღებდა – „სამხრეთის კარიბჭე“

23:59 ოთხშაბათი, 14 ოქტომბერი 2020
„სამხრეთის კარიბჭის“ ფოტო „სამხრეთის კარიბჭის“ ფოტო

სამცხე-ჯავახეთში მოქმედი ონლაინგამოცემა „სამხრეთის კარიბჭე“ აცხადებს, რომ მათ ჟურნალისტს პროფესიული საქმიანობის განხორციელების დროს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, ტექნიკა წაართვეს და ეკლესიის ეზოდან ძალის გამოყენებით გამოაძევეს. 

როგორც გამოცემა წერს, ჟურნალისტი წმინდა მარინეს სახელობის ეკლესიაში, სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, წირვის გადასაღებად მივიდა. მრევლთან ერთად ტაძარში ახალციხის მერი, ზაზა მელიქიძეც იმყოფებოდა, რომელმაც პირველმა გააპროტესტა ფოტოების გადაღება და მათი წაშლა მოითხოვა.

„რა გინდათ, ვინ ხართ და რატომ დამდევთ, სურათებს რატომ მიღებთ, წაშალეთ სურათები“, – „სამხრეთის კარიბჭის“ თანახმად, ამ სიტყვებით მიმართა ჟურნალისტს მერმა.

„სამხრეთის კარიბჭის“ ცნობით, მერის შემდეგ, ეკლესიაში გადაღებული ფოტოს წაშლა მოითხოვა კიდევ ერთმა პირმა, რომელიც ჟურნალისტს გოჩა ქურციკიძედ გაეცნო. გამოცემის თანახმად, მან ჟურნალისტი ძალის გამოყენებით ეკლესიის ეზოდან გაიყვანა, ტელეფონი და დიქტოფონი წაართვა და „ტუალეტში ჩაგდებით“ დაემუქრა.

„ჩემი სურათი წაშალე თორემ... ახლა ამას [ტელეფონს და დიქტოფონს] გადაგიგდებ... მე ვერ გადამიღებ გენაცვალე, მოგზავნილი ხარ?! წაშალე თორემ ტუალეტში ჩავაგდებ, ზაზამაც გთხოვა [გულისხმობს მერს] ნუ იღებ! არ მოგცემ ტელეფონს, მიდი, დაუძახე პოლიციას, მკითხე რომ მიღებდი?! წადი შენი.. საიდან ჩამოეთრიე?! შენ ხარ ეშმაკი, წამოეთრიე პოლიციაში“, – ციტირებს „სამხრეთის კარიბჭე“ მოქალაქის კომენტარს.

გამოცემა აცხადებს, რომ ჟურნალისტი დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში ცდილობდა წართმეული ტექნიკის დაბრუნებას და ამ პროცესს თვალს ადევნებდა ზაზა მელიქიძეც. „სამხრეთის კარიბჭის“ ცნობით, გოჩა ქურციკიძესთან ერთად, ფოტოს წაშლას ითხოვდა ეკლესიის ეზოში შეკრებილი მრევლის ნაწილიც.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორის, მარიამ გოგოსაშვილის შეფასებით, ის, რაც ეკლესიაში მოხდა, ჟურნალისტური საქმიანობის უკანონო ხელის შეშლაა. მისივე თქმით, ჟურნალისტების ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის გამოუძიებელი ფაქტები, საზოგადოებაში მსგავსი შემთხვევების წახალისებას იწვევს.

 

ამ თემაზე:

ხელვაჩაურის მერმა პასუხი უნდა აგოს ჟურნალისტის შეურაცხყოფის გამო – ეთიკის ქარტია

SKnews.ge

სამცხე–ჯავახეთის ახალი ამბების პორტალი (www.sknews.ge), რომელსაც ააიპ „სამხრეთის კარიბჭე“ მართავს. „სამხრეთის კარიბჭე“ გამოსცემს ყოველკვირეულ ქართულ და სომხურენოვან გაზეთს და ამუშავებს რეგიონულ რადიოს, რომელიც მაუწყებლობს სიხშირეზე FM 97.5

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]