weather cur horoscope tv
დეკემბერი 25, 2024

COVID-19-ით პედაგოგების ინფიცირების გამო თბილისის 2 სკოლა დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა

07:29 ხუთშაბათი, 15 ოქტომბერი 2020

თბილისის ორი საჯარო სკოლა - კლასიკური გიმნაზია და 173-ე სკოლა, კორონავირუსით პედაგოგების ინფიცირების გამო, სწავლების დისტანციურ (ონლაინ) რეჟიმზე გადავიდა. 

კლასიკური გიმნაზიის ადმინისტრაციის განცხაებით, სწავლა ონლაინ 21 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

„ჩვენი სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგს,დაუდასტურდა კოვიდ-19. პარასკევს, დღის პირველ ნახევარში იგი იმყოფებოდა სკოლაში. სიმპტომები კვირას საღამოს გამოუვლინდა, ამიტომაც ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარასკევს დღის პირველ ნახევარში ის ინფექციის გადამდები ყოფილიყო. ასე რომ, პანიკის არავითარი საფუძველი არ გვაქვს! თუმცა ეპიდემიოლოგებთან კონსულტაციის შემდეგ, რისკის თავიდან აცილების მიზნით, მივიღე გადაწყვეტილება, რომ სკოლა 21 ოქტომბრამდე გადავიდეს სწავლების დისტანციურ ფორმაზე.

12 დღის განმავლობაში დისტანციურად გაგრძელდება სწავლა 173-ე სკოლაშიც. როგორც სკოლის დირექტორმა განაცხადა, ინფიცირებულ პედაგოგთან, რომელიც ორსულადაა, ბევრ კოლეგას ჰქონდა კონტაქტი.

14 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის სულ 680 ახალი შემთხვევა დადასტურდა. აქედან, ინფიცირების 297 შემთხვევა (44%) თბილისში დაფიქსირდა.

 

ამ თემაზე:

ინფიცირება გამოვიდა აჭარის გარეთ და დღეს საყურადღებოა 3 რეგიონი – გამყრელიძე

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]