weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 342 აჭარაშია, 277 – თბილისში, 198 – იმერეთში

11:18 პარასკევი, 16 ოქტომბერი 2020

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსის დღეს დადასტურებული 887 ახალი შემთხვევიდან 342 აჭარის რეგიონშია, ხოლო 277 – თბილისში.

კორონავირუსის 198 ახალი შემთხვევაა იმერეთში, 22 შემთხვევაა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, 11 – გურიაში, 12 – შიდა ქართლში, 10 – მცხეთა-მთიანეთში, 7 – კახეთში, 3 – ქვემო ქართლში, 3 – სამცხე-ჯავახეთში, 2 – რაჭა ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში.

მარინა ენდელაძის ინფორმაციით, ამჟამად ქვეყანაში კორონავირუსის 7714 აქტიური შემთხვევაა, მათ შორის 70-ზე მეტია ისეთი პაციენტების რაოდენობა, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში კიდევ 11 კოვიდ-ინფიცირებული გარდაიცვალა. მათგან თბილისშია გარდაცვლილი 5 პაციენტი, ბათუმში – 3, იმერეთში – 2 და გორში – 1.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსი სულ 15 327 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 7613 ინფიცირებული უკვე გამოჯანმრთელდა. ამ პერიოდში კორონავირუსით ქვეყანაში სულ 124 პაციენტია გარდაცვლილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]