weather cur horoscope tv
ნოემბერი 03, 2024

საზ. ტრანსპორტი მხოლოდ აუცილებელი მგზავრობისთვის გამოიყენეთ – თბილისის მერია

17:21 პარასკევი, 16 ოქტომბერი 2020

თბილისის მერია მოუწოდებს მოქალაქეებს, საზოგადოებრივი ტრანსპორტი გამოიყენონ მხოლოდ და მხოლოდ აუცილებელი მგზავრობისთვის და უსაფრთხოების ყველა წესი დაიცვან.

მერიის განცხადებით, COVID-19-ის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული რეკომენდაციების აღსრულების მიზნით, მუნიციპალურ ტრანსპორტში მგზავრთა კონტროლი ხორციელდება.

„ვახორციელებთ პირბადეების კონტროლს თბილისის მეტროპოლიტენში. ყველა ჩასასვლელში დგას თბილისის სატრანსპორტო კომპანიის და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები და მოქალაქეების კონტროლი მიმდინარეობს, რამდენად იყენებენ ისინი პირბადეებს. იმ შემთხვევაში თუკი მოქალაქეებს თან არ აქვთ პირბადე, მას ჩვენ ვაძლევთ. მოქალაქეებს ვთხოვთ, გამოიჩინონ მეტი სიფრთხილე და ყურადღება“, – განაცხადა თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 887 ახალი შემთხვევა დადასტურდა, საიდანაც 277  თბილისშია დაფიქსირებული. გუშინ ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილი 919 შემთხვევიდან დედაქალაქში 336 იყო.

 

ამ თემაზე:

მეტროსადგურებთან პირბადეების ტარებას პატრულ-ინსპექტორები გააკონტროლებენ

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]