weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

22:00 საათის შემდეგ ქეიფებმა თბილისიდან მცხეთაში გადანაიცვლა – გამყრელიძე

15:15 ორშაბათი, 19 ოქტომბერი 2020
ფოტო © ირა კურმაევა, ნინო ისაკაძე / National Geographic ფოტო © ირა კურმაევა, ნინო ისაკაძე / National Geographic

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მას შემდეგ, რაც თბილისში რესტორნებს 22:00 საათის შემდეგ მუშაობა აეკრძალათ, ქეიფებმა მცხეთაში გადაინაცვლა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 16 ოქტომბრიდან თბილისსა და იმერეთის რეგიონში რესტორნები, ასევე ყველა გასართობი დაწესებულება 22:00 საათამდე მუშაობს.

„მიუხედავად ბევრი მოწოდებისა, ქეიფებმა ახლა თბილისიდან 22:00 საათის შემდეგ მცხეთაში გადანაიცვლა. არ შეიძლება ამის კეთება, გთხოვთ, კიდევ ერთხელ, ვეთამაშებით ცეცხლს, ამ შეკრების დროს ხდება ძირითადი გავრცელება. თუ დავიცავთ ყველა წესს, დამერწმუნეთ, შედარებით ნაკლები დანაკარგით გავალთ ამ ეპიდემიიდან“, – განაცხადა გამყრელიძემ.

19 ოქტომბრის დილის მონაცემებით, 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 1186 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 278 ადამიანი, 7 კოვიდ-ინფიცირებული კი გარდაიცვალა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]