weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ახალქალაქში COVID-19 სასწრაფო დახმარების 12 თანამშრომელს დაუდასტურდა

17:17 ორშაბათი, 19 ოქტომბერი 2020

ახალქალაქის სასწრაფო სამედიცინო დახმარების 12 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ადგილობრივი ონლაინგამოცემა Jnews-ი სასწრაფო სამედიცინო დახმარების განყოფილების უფროსზე, ერემ ეზოანზე დაყრდნობით წერს.

ეზოიანის განცხადებით, ტესტირების შედეგები გუშინ გახდა ცნობილი.

„ამ დროისთვის ახალქალაქის სასწრაფო სამედიცინო დახმარება არ მუშაობს, არავინ მუშაობს. სავარაუდოდ, სასწრაფო დახმარებას ნინოწმინდის სასწრაფო სამედიცინო დახმარება უზრუნველყოფს. ჩვენი 5 ექიმიდან 4 ინფიცირებულია. ისინი დღეში ასობით ადამიანთან ურთიერთობენ, ვერ ვიტყვი, როგორ და ვისგან დაინფიცირდნენ“, – აცხადებს ეზოანი.

მისივე თქმით, ინფიცირებულებს ჩვეულებრივი გრიპის სიმპტომები აქვთ, მხოლოდ ერთი ადამიანის მდგომარეობა ფასდება როგორც მძიმე და ის უკვე გადაყვანილია თბილისის საავადმყოფოში.

„დანარჩენები თვითიზოლაციაში არიან. პირადად ვაკონტროლებ სიტუაციას და ინფორმაციას ყოველ სამ საათში თბილისს ვაწვდი. თუ, ღმერთმა ნუ ქნას, რაიმე გართულებას ექნება ადგილი, დაუყოვნებლივ გვექნება რეაგირება“, – განაცხადა სასწრაფო სამედიცინო დახმარების უფროსმა, ერემ ეზოიანმა.

საქართველოში დღეს კორონავირუსის 1186 ახალი შემთხვევა დადასტურდა, საიდანაც სამცხე-ჯავახეთში გამოვლენილია – 7. გუშინ ამ რეგიონში ინფიცირების 14 ახალი შემთხვევა იყო.

Jnews.ge

სამცხე–ჯავახეთში, ახალქალაქში ბაზირებული საინფორმაციო პორტალი, რომელსაც ააიპ „ღია საზღვრები“ მართავს. გამოცემა ავრცელებს ახალ ამბებს რუსულ და სომხურ ენებზე.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]