„ახლა ყველა თვლის, რომ ყველა ყველასთან კონტაქტია. ბევრი უკმაყოფილოა და ამბობს, რომ კონტაქტი იყო და არავინ მიაკითხა.
კონტაქტი არის ავადმყოფთან 15 წუთი და მეტი, ერთ მეტრზე ნაკლებ მანძილზე ურთიერთობა, ნიღბის გარეშე. ეს ითვლება კონტაქტად. ვისაც არ ჰქონია 15 წუთი და მეტი ერთ მეტრზე ნაკლებ მანძილზე ურთიერთობა და ნიღაბიც ეკეთა, არ ითვლება კონტაქტად.
ნიღაბი უნდა გვეკეთოს და დისტანცია დავიცვათ, სულ ერთია, სად ვიქნებით - გინდა ქუჩაში ვიყოთ, გინდა მაღაზიაში, გინდა არჩევნებზე. ნიღაბი თუ გვექნება და დისტანციას დავიცავთ, კორონა არ გაქრება, მაგრამ პიკები არ გვექნება“, – აღნინა პაატა იმნაძემ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ დღეს განაცხადა, რომ კორონავირუსის ახალ შემთხვევებს შორის ერთ-ერთი ყველაზე დიდ ჯგუფს ინფიცირებულებთან კონტაქტები შეადგენენ.
ამ თემაზე:
COVID-19-ის რა სიმპტომების გამოვლენისას უნდა დარეკოთ ექიმთან