weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

COVID-19-ის გამო ახალციხის სასწრაფო დახმარების ცენტრმა მუშაობა შეაჩერა

18:20 სამშაბათი, 20 ოქტომბერი 2020

ახალქალაქის შემდეგ მუშაობა ახალციხის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრმაც შეაჩერა. ამის მიზეზი კორონავირუსით თანამშრომლების დაინფიცირება გახდა.

ადგილობრივი ონლაინგამოცემა „სამხრეთის კარიბჭის“ ინფორმაციით, ახალციხის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 13 ადამიანია ინფიცირებული, თანამშრომლების ნაწილი კი მათთან კონტაქტის გამო საკარანტინო სივრცეებში იმყოფება.

საგანგებო სიტუაციების კორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე ახალციხის მოსახლეობას ადიგენის და ასპინძის ექიმები მოემსახურებიან, ხოლო ახალქალაქს – ნინოწმინდის.

სამცხე–ჯავახეთში COVID-19-ით ინფიცირების სულ 131 შემთხვევაა გამოვლენილი. დღეს კორონავირუსი 9 ადამიანს დაუდასტურდა, ხოლო გუშინ, რეგიონში 7 ახალი შემთხვევა იყო.

 

ამ თემაზე:

ახალქალაქში COVID-19 სასწრაფო დახმარების 12 თანამშრომელს დაუდასტურდა

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]