გურჯაანის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის ინფორმაციით, საარჩევნო უბნები მათ დაქვემდებარებაში არსებული 25 საჯარო სკოლიდან გახსნილია 20-ში, ეს სკოლებია: სოფელ ვაჩნაძიანის სკოლა, შაშიანის სკოლა, ვაზისუბნის სკოლა, მუკუზნის სკოლა, ველისციხის სკოლა, ახაშნის სკოლა, ჩუმლაყის სკოლა, ქალაქ გურჯაანის მეორე და მესამე საჯარო სკოლები, სოფელ გურჯაანის სკოლა, ჭანდრის სკოლა, ვეჯინის სკოლა, ბაკურციხის სკოლა, ჩალაუბნის სკოლა, მელაანის სკოლა, კაჭრეთის სკოლა, სოსო ღვინიაშვილის სახელობის ზემო კაჭრეთის საჯარო სკოლა, არაშენდის სკოლა, ჯიმითის სკოლა და ჭერმის სკოლა.
დედოფლისწაყროს მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინფორმაციით, საარჩევნო უბანი 15-დან 7 საჯარო სკოლაშია გახსნილი, ესენია: მირზაანის სკოლა (დისტანციურ რეჟიმში გადასვლა შეეხება 4 კლასს), ქალაქ დედოფლისწყაროს მეორე საჯარო სკოლა, ქვემო ქედის მეორე სკოლა, ზემო ქედის სკოლა, ფიროსმანის სკოლა, საბათლოს სკოლა. საარჩევნო უბანი გახსნილია სოფელ სამრეკლოს საჯარო სკოლშიც, თუმცა აქ სწავლება უკვე ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს, რადგან მასწავლებელს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ყვარლის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის ინფორმაციით, 21 საჯარო სკოლიდან საარჩევნო უბანი გახსნილია 16 სკოლაში, ესენია: ქალაქ ყვარლის პირველი და მეორე სკოლები, სოფელ ალმატის სკოლა, გრემის სკოლა, საბუის სკოლა, ენისელის სკოლა, შილდის პირველი სკოლა, ახალსოფლის პირველი და მეორე სკოლები, ბალღოჯიანის სკოლა, გავაზის სკოლა, ჭიკაანის სკოლა, ზინობიანის სკოლა, ჩანტლისყურის სკოლა, თივის სკოლა და სარუსოს სკოლა.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში არსებული 26 საჯარო სკოლიდან 14-ში საარჩევნო უბანია გახსნილი. როგორც რესურცენტრის უფროსმა, მანანა ცუცქირიძემ განაცხადა, ამ სკოლების სიას მას შემდეგ გაასაჯაროვებს, რაც მინისტრის შესაბამის ბრძანებას მიიღებენ.
სიღნაღის მუნიციპალიტეტში საარჩევნო უბნები მოქმედებს შემდეგ 12 სკოლაში: ქალაქ სიღნაღის სკოლაში, სოფელ ანაგის სკოლაში, ერისიმედის სკოლაში, ვაქირის სკოლაში, მაღაროს სკოლაში, ნუკრიანის პირველ სკოლაში, ბოდბის სკოლაში, წნორის პირველ სკოლაში, წნორის მესამე სკოლაში, ხირსას სკოლაში, ხორნაბუჯისა და ჯუგაანის სკოლებში. სიღნაღის რესურსცენტრის უფროსმა, ლია ბეჟაშვილმა „რეგინფოს“ უარი უთხრა მუნიციპალიტეტში მოქმედი სკოლების სართო რაოდენობის დასახელებაზე და მოგვთხოვა ამ საკითხზე წერილობით მიგვემართა.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრში განაცხადეს, რომ საარჩევნო უბნები მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებული 28 სკოლიდან 14-შია გახსნილი, თუმცა ამ სკოლების დასახელებაზე, მინისტრის ბრძანების მიღებამდე უარი თქვეს.
თელავის მუნიციპალიტეტში საარჩევნო უბნები 27 საჯარო სკოლიდან გახსნილია 21-ში. რესურსცენტრიდან მიღებული ინფორმაციით ეს სკოლებია: თელავის მე-3 სკოლის შენობა, პირველი სკოლა, მე- 4 სკოლის შენობა, მე- 5 სკოლის შენობა, მე-6 სკოლის შენობა, მე-7 სკოლის შენობა, მე-2 სკოლის შენობა, აკურის სკოლის შენობა, ვარდისუბნის სკოლა, თეთრიწყლების სკოლის შენობა, ნასამხალის სკოლის შენობა, კონდოლის სკოლის შენობა, ლაფანყურის სკოლის შენობ, რუისპირის სკოლა, ნაფარეულის სკოლის სანიორეს კორპუსი, ნაფარეულის სკოლის შენობა, ლალისყურის სკოლის შენობა, ლეჩურის სკოლის შენობა, ქვემო ხოდაშნის სკოლის შენობა, ყარაჯალის სკოლის შენობა, შალაურის სკოლის შენობა, კურდღელაურის სკოლის შენობა, ნაფარეულის სკოლის სანიორეს კორპუსი, ნაფარეულის სკოლის შენობა, იყალთოს სკოლის შენობა, კისისხევის სკოლის შენობა.
ახმეტის მუნიციპალიტეტში საარჩევნო უბნები 23-დან 15 სკოლაშია გახნილი. მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის უფროსმა, მანანა ნადიბაიძემ, „სამინისტროდან დასტურის“ მიღებამდე, ამ სკოლების დასახელებაზე უარი თქვა.