weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

კორონავირუსის 1351 შემთხვევიდან 445 თბილისშია, 369 – აჭარაში, 295 – იმერეთში

11:42 ოთხშაბათი, 21 ოქტომბერი 2020

დღეს დადასტურებული კორონავირუსის 1351 შემთხვევიდან თბილისში დაფიქსირებულია 445, აჭარაში – 369, ხოლო იმერეთში – 295. დანარჩენ რეგიონებში არსებული ვითარება ასეთია:

ქვემო ქართლი – 76 ახალი შემთხვევა

სამეგრელო-ზემო სვანეთი – 66

მცხეთა-მთიანეთი – 23

შიდა ქართლი – 23

კახეთი – 20

სამცხე-ჯავახეთი – 18

გურია – 15

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 1

როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, 20 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 11 033 აქტიური შემთხვევა.

მათ შორის, 3071 ადამიანი მკურნალობის კურსს გადის საავადმყოფოში (თბილისში - 1520 პირი, აჭარაში - 637). 372 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა; ხელოვნური სუნთქვია აპარატზე 78 პაციენტი იმყოფება (თბილისში - 52, აჭარაში - 11).

1772 პირი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში (აჭარაში - 1119, თბილისში - 500). 6544 მკურნალობის კურსს ბინაზე გადის.

ამ დროისთვის საკარანტინო სივრცეში იმყოფება 4462 ადამიანი. 6-20 ოქტომბრის პერიოდში საზღვრიდან სასტუმროებში გადაყვანილია 6857 პირი.

დღეს თვითიზოლაციაში იმყოფება 21 703 ადამიანი (თბილისში - 3599, აჭარაში - 8808, ხოლო იმერეთში - 3341).

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]