weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ბოროტმოქმედი აფხაზეთში ვერ შემოვიდეს – დე ფაქტო ხელისუფლება

10:33 ხუთშაბათი, 22 ოქტომბერი 2020

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ყველაფერს გააკეთებენ, რათა მამაკაცი, რომელიც ზუგდიდში ბანკს დაესხა თავს და მძევლები აიყვანა, „აფხაზეთის ტერიტორიაზე“ ვერ გადავიდეს.

„აფხაზეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო რაზმი, რუსეთთან ერთად, ყველა ზომას მიიღებს, რომ ბოროტმოქმედი არ დაიშვას აფხაზეთის ტერიტორიაზე“, – განაცხადა რუსტამ ლატიპოვმა, „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო რაზმის“ უფროსმა.

რუსული სააგენტო „სპუტნიკის“ ინფორმაციით, ლატიპოვმა ასევე თქვა, რომ სასაზღვრო-გამშვები პუნქტი „ენგური“ 19:00 საათიდან 07:00 საათამდე დახურულია და ამ პერიოდში ე.წ. საზღვრის გადაკვეთა არავის შეუძლია.

ამ საკითხთან დაკავშირებით მანამდე განცხადება გააკეთა დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელმა, სერგეი შამბამ. როგორც მან თქვა, არ ჰქონდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა მიმართულებით გაემართა თავდამსხმელი მას შემდეგ, რაც მან ბანკი მძევლებთან ერთად, პოლიციის ავტომობილით დატოვა.

21 ოქტომბერს ქალაქ ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ შენობაში ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღითა და ხელყუმბარით შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა და მძევლები აიყვანა. ის 500 000 დოლარს და ტერიტორიის უსაფრთხოდ დატოვებისთვის გარანტიებს ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში მძევლების დახოცვით იმუქრებოდა.

მოლაპარაკებები დაახლოებით შვიდი საათი გაგრძელდა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, თავდამსხმელს გამოსასყიდი თანხა გვიან ღამით შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ავთანდილ გალდავამ მიუტანა, რის შემდეგაც თავდამსხმელმა ბანკის შენობა ოთხ ადამიანთან ერთად დატოვა და პოლიციის ავტომობილით უცნობი მიმართულებით წავიდა.

შსს-მ 22 ოქტომბერს, დილით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ავთანდილ გალდავა და სამი მძევალი გათავისუფლებული არიან. შსს-ს განცხადებით, დამნაშავის დაკავების მიზნით ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებები გრძელდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მოლაპარაკებების დეტალების, მათ შორის, გამოსასყდი თანხის ოდენობის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია. ასევე უნცობია, გაქცეული დამნაშავის დასაკავებლად სად მიმდინარეობს სამძებრო ღონისძიებები.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]