weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

თავდამსხმელი მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ 500 000 დოლარს ითხოვს

16:16 ოთხშაბათი, 21 ოქტომბერი 2020

ზუგდიდში, „საქართველოს ბანკში“ შეჭრილი შეიარაღებული მამაკაცი მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ 500 000 დოლარს და სამართალდამცავებისგან უსაფრთხოების გარანტიას ითხოვს. ამის შესახებ ერთ-ერთმა მძევალმა განაცხადა, რომელიც „მთავარი არხის“ ეთერში ჩაერთო.

მძევლის ინფორმაციით, ბანკის შენობაში 19 ადამიანია მძევლად აყვანილი.

„გამტაცებელი კბილებამდე შეიარაღებულია, ავტომატით, პისტოლეტით, ყუმბარით, რომელსაც მოხსნილი აქვს დამცველი და მუდმივად ხელში უჭირავს. ამიტომ ამ სიტუაციის ძალადობრივი გზით მოგვარება გამორიცხულია, იმიტომ, რომ ეს გამოიწვევს მსხვერპლს.

გამტაცებელი ითხოვს 500 000 დოლარს და აუცილებლად, რაც შეიძლება სწრაფად რომ შემოვიდეს ვინმე, შეუიარაღებელი და ვისაც აქვს მოლაპარაკების ლეგიტიმაცია. ადგილზე ითხოვს ამ თანხის ნაღდი სახით მოტანას. ან ვერტმფრენს ითხოვს, ან მძევლებთან ერთად მანქანით გასვლას. გამტაცებელი ამბობს, რომ არის ვერტმფრენის დასმის საშუალება. პირველ რიგში, ითხოვს, რომ სპეცრაზმი მოაშორონ პერიმეტრს. პოლიციას ეკოტაქტება მძევლების საშუალებით“, – განაცხადა „მთავარი არხის“ ეთერში მძევალმა, ირაკლი კვარაცხელიამ.

„მთავარი არხის“ ინფორმაციით, გამტაცებელი Facebook-ის საშუალებით ტელეკომპანიის დირექტორს, ნიკა გვარამიას დაეკონტაქტა, რის შემდეგაც მისივე მითითებით, პირდაპირ ეთერში გადავიდა ერთ-ერთ მძევალთან ინტერვიუ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქალაქ ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარე ერთ-ერთ ბანკში შეიარაღებული პირის შეჭრის შესახებ შეტყობინება დაახლოებით 14:21 საათზე მიიღეს, რის შემდეგაც პოლიციის თანამშრომლებმა შემოსაზღვრეს შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია და დაიწყო დამნაშავის გაუვნებელყოფის ოპერაცია.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო, რაც გულისხმობს, ყაჩაღობას, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას და მძევლად ხელში ჩაგდებას.

ამ თემაზე:

ნულოვანი რეაგირებაა სამართალდამცავების მხრიდან, რაც მძარცველს აღიზიანებს – მძევალი

თავდამსხმელი პოლიციას 2 საათს აძლევს მოთხოვნების შესასრულებლად – მძევალი

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]