ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 22 803 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა რეგისტრირებული. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობიდან გამოჯანმრთელებულია 9401, ხოლო გარდაცვლილია 178 პაციენტი.
გუშინ, 21 ოქტომბერს საქართველოში COVID-19-ის 1351 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 20 ოქტომბერს გამოვლინდა – 1194 ახალი შემთხვევა, ხოლო 19 ოქტომბერს – 1186.