weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

თვითონაც კონკრეტულად არ იცოდა სად წასულიყო – ყოფილი მძევალი თავდამსხმელზე

19:12 ხუთშაბათი, 22 ოქტომბერი 2020

ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმის შედეგად მძევლად აყვანილმა ერთ-ერთმა მოქალაქემ, ლაშა შენგელიამ ექსკლუზიური ინტერვიუ „რუსთავი 2“-ს მისცა. ის ერთ-ერთია იმ ოთხი ადამიანიდან, რომელთან ერთადაც თავდამსხმელი თანხის მიღების შემდეგ ბანკის შენობიდან გამოვიდა და ტერიტორია პოლიციის ავტომობილით დატოვა.

ყოფილი მძევლის აზრით, თავდამსხმელმა არ იცოდა, რა მიმართულებით წასულიყო.

„არანაირი ძალადობა არ იყო, მან თვითონ გვკითხა, ვინ მოდიხართ ჩვენთანო. ავთოს გარდა კიდევ სამი მძევალი უნდა ყოფილიყო. ჩვენ თვითონ გამოვხატეთ სურვილი, ვინაიდან სულ ქალები იყვნენ. შეგვბოჭა და ჩაგვსვა მანქანაში. საჭესთან ერთ-ერთი მძევალი იჯდა. ის დასვა. თვითონ მე გვერდით ამომიჯდა. ერთი მძევალი გვერდით მეჯდა და იმის გვერდით იჯდა ბატონი ავთო.

თვითონაც კონკრეტულად არ იცოდა სად წასულიყო – ერთხელ გვითხრა, რომ წავედით წალენჯიხისკენო და წავედით, მერე იქით გადავუხვიეთ, მერე – აქეთ. უკან აკვირდებოდა ვინმე მოსდევდა თუ არა, მაგრამ ბატონი ავთო ყველანაირად პირდებოდა, ეცადა დაერწმუნებინა ეს კაცი, რომ არავინ მოსდევდა და თავისთვის ცუდი შედეგი არ დადგებოდა“, – განაცხადა ლაშა შენგელიამ.

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის თქმით, თავდამსხმელი მძევლებთან ერთად ავტომობილით რამდენიმე საათის განმავლობაში გადაადგილდებოდა, შემდეგ კი, გამთენიისას მანქანიდან გადავიდა და მიიმალა.

„ყველაფერი გავაკეთეთ, რომ დაგვეკავებინა, თუმცა რთული იყო. ვერ გავწირავდით ვერცერთი ადამიანის სიცოცხლეს. ის მანქანიდან გადავიდა და მიიმალა, გამთენიისას“, – განაცხადა გომელაურმა.

დამნაშავის სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

 

ამ თემაზე:

რას ჰყვება ირაკლი კვარაცხელია, რომელიც ბანკზე თავდასხმის დროს მძევლად აიყვანეს

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]