„დადებითი შემთხვევების უმრავლესობა სიმპტომებიანი ადამიანებია. 1759-დან სიმპტომიანია 1345 პაციენტი. სამწუხაროდ, ინფიცირდება სამედიცინო პერსონალი. მათი რაოდენობა 131-ია, მათ შორის არიან ექიმები, ექთნები და უმცროსი სამედიცინო პერსონალი.
ცნობილი ფაქტია, რომ ამ ინფექციის დროს ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი სამწუხაროდ, ჩვენ ვართ. ეს არ არის მხოლოდ პროფესიული საქმიანობის დროს ინფიცირება. საკმაოდ სერიოზული ოჯახური გავრცელება გვაქვს. ექიმებსაც გვყავს ოჯახები და ვცხოვრობთ ამ ქვეყანაში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირების 1759 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 350 პაციენტი, ხოლო 5 ინფიცირებული გარდაიცვალა.
686 ახალი შემთხვევა ფიქსირდება თბილისში. რეგიონების მიხედვით ასეთი მონაცემებია: აჭარა – 487, იმერეთი – 356, ქვემო ქართლი – 36, შიდა ქართლი – 35, გურია – 17, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 69, კახეთი – 24, მცხეთა-მთიანეთი – 12, სამცხე-ჯავახეთი – 30, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 7.
ამ თემაზე:
საქართველოში COVID-19-ის 14 421 აქტიური შემთხვევაა, თვითიზოლაციაში იმყოფება 25 759 პირი