weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

კორონავირუსის 1759 ახალი შემთხვევიდან 131 სამედიცინო პერსონალია – გამყრელიძე

12:35 პარასკევი, 23 ოქტომბერი 2020

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 1759 შემთხვევიდან 131 სამედიცინო პერსონალია.

„დადებითი შემთხვევების უმრავლესობა სიმპტომებიანი ადამიანებია. 1759-დან სიმპტომიანია 1345 პაციენტი. სამწუხაროდ, ინფიცირდება სამედიცინო პერსონალი. მათი რაოდენობა 131-ია, მათ შორის არიან ექიმები, ექთნები და უმცროსი სამედიცინო პერსონალი.

ცნობილი ფაქტია, რომ ამ ინფექციის დროს ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი სამწუხაროდ, ჩვენ ვართ. ეს არ არის მხოლოდ პროფესიული საქმიანობის დროს ინფიცირება. საკმაოდ სერიოზული ოჯახური გავრცელება გვაქვს. ექიმებსაც გვყავს ოჯახები და ვცხოვრობთ ამ ქვეყანაში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირების 1759 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 350 პაციენტი, ხოლო 5 ინფიცირებული გარდაიცვალა.

686 ახალი შემთხვევა ფიქსირდება თბილისში. რეგიონების მიხედვით ასეთი მონაცემებია: აჭარა – 487, იმერეთი – 356, ქვემო ქართლი – 36, შიდა ქართლი – 35, გურია – 17, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 69, კახეთი – 24, მცხეთა-მთიანეთი – 12, სამცხე-ჯავახეთი – 30, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 7.

 

ამ თემაზე:

საქართველოში COVID-19-ის 14 421 აქტიური შემთხვევაა, თვითიზოლაციაში იმყოფება 25 759 პირი

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]