weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გარე სივრცეში პირბადის ტარება გაკონტროლდება

12:56 პარასკევი, 23 ოქტომბერი 2020

საქართველოს მთავრობამკაცრი რეკომენდაცია გასცა თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, გარე სივრცეში პირბადის ტარებაზე. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ამ რეკომენდაციის შესრულებას შინაგან საქმეთა სამინისტრო და შრომის ინსპექცია გააკონტროლებენ.

მეზვრიშვილის თქმით, ასეთი გადაწყვეტილება ძალიან ბევრმა ევროპულმა ქვეყანამ მიიღო კორონავირუსის მეორე ტალღასთან ბრძოლის პროცესში.

„თუ ჩვენ გვექნება წესების, განსაკუთრებით კი პირბადის ტარებისა და დისტანციის დაცვის ნაწილში, 90%-იანი შესრულება, ვირუსის გავრცელების შენელება დაახლოებით 70%-ით არის შესაძლებელი.

მთავრობის, უწყებათაშორისი საბჭოს და ჯანდაცვის სამინისტროს მკაცრი რეკომენდაცია გახლავთ, რომ სამ ქალაქში, სადაც ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა დღეს ამას მოითხოვს – თბილისში, ქუთაისში და ბათუმში – გარე სივრცეებში პირბადის ტარების. იქ, სადაც დისტანციის დაცვა შეუძლებელია. ეს გაკონტროლდება შესაბამისი სამსახურების მხრიდან – შრომის ინსპექცია და შინაგან საქმეთა სამინისტრო.

ამიტომ, გთხოვთ და მოგიწოდებთ, დღეიდან თბილისში, ქუთაისში და ბათუმში გარე სივრცეებში ატაროთ პირბადე იქ, სადაც დისტანციის დაცვა შეუძლებელია, მაგალითად, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებზე. იმედი მაქვს, რომ არ დაგვჭირდება პოლიციის რესურსის გამოყენება იმისთვის, რომ ამ ცნობიერების ამაღლებაში და მითითებაში პოლიციამ წვლილი შეიტანოს“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირების 1759 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 350 პაციენტი, ხოლო 5 ინფიცირებული გარდაიცვალა.

686 ახალი შემთხვევა ფიქსირდება თბილისში. რეგიონების მიხედვით ასეთი მონაცემებია: აჭარა – 487, იმერეთი – 356, ქვემო ქართლი – 36, შიდა ქართლი – 35, გურია – 17, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 69, კახეთი – 24, მცხეთა-მთიანეთი – 12, სამცხე-ჯავახეთი – 30, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 7.

 

ამ თემაზე:

საქართველოში COVID-19-ის 14 421 აქტიური შემთხვევაა, თვითიზოლაციაში იმყოფება 25 759 პირი

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]