weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ზუგდიდში ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს

13:48 პარასკევი, 23 ოქტომბერი 2020

ზუგდიდში ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს. არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელებმა 2 ათას ლარამდე წაიღეს და მიიმალნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით აწარმოებს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. ამ დრომდე დაკავებული არავინაა.

გუშინ, ქობულეთში „საქართველოს ბანკის“ ფილიალთან თავს დაესხნენ ინკასატორს და სავარაუდოდ, 55 ათასი ლარი გასტაცეს. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით დაიწყო, რაც ძარცვას გულისხმობს.

ორი დღის წინ კი შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე, რის შედეგადაც 40-ზე მეტი ადამიანი მძევლად აიყვანეს. თავდამსხმელი, რომელიც გამოსასყიდის სახით მიღებული 500 ათასი დოლარით მიიმალა, ამ დრომდე დაკავებული არ არის.

ქობულეთსა და ზუგდიდში მომხდარ დანაშაულებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა.

„ქობულეთში ჩვეულებრივი ძარცვა იყო, რომელიც ხდებოდა აქამდეც და ხდება. უჩვეულო არ არის, ინფორმაცია მოითხოვეთ და მოგაწვდით, თუ გინდათ. ქობულეთში ბანკი არ იყო, გარეთ მოხდა ძარცვა, გამოსტაცა ხელიდან და გაიქცა ადამიანი. ეს არ არის ბანკში შევარდნა, მძევლების აყვანა და ა.შ.. სულ სხვადასხვა რაღაცაა“, – განაცხადა შს მინისტრმა ჟურნალისტებთან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 2020 წლის იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით, საქართველოში რეგისტრირებულია 182 ძარცვა (გახსნილია 122) და 80 ყაჩაღობა (გახსნილია 59). ამავე სტატისტიკის მიხედვით, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ძარცვის რეგისტრირებული დანაშაული შემცირდა 30.27%-ით, ხოლო ყაჩაღობა – 52.38%-ით.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]