weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ზუგდიდში ავტოგასამართი სადგურის დაყაჩაღებისთვის 2 პირი თბილისში დააკავეს

12:53 შაბათი, 24 ოქტომბერი 2020

სამართალდამცავებმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში მდებარე ერთ-ერთი ავტოგასამართი სადგურის დაყაჩაღების ბრალდებით ორი ახალგაზრდა თბილისში დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულები არიან 1997 წელს დაბადებული ხ.ს. და 1998 დაბადებული მ.ბ.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები თავს დაესხნენ ავტოგასამართი სადგურის ოპერატორს, ფიზიკური ძალადობით, ასევე სიცოცხლის მოსპობის მუქარით გაიტაცეს ფული და მიიმალნენ.

შსს-ს ცნობით, პოლიციამ გატაცებული თანხის ნაწილი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]