weather cur horoscope tv
დეკემბერი 25, 2024

პირბადის ტარების 95%-მდე რომ ავიდეთ, სერიოზულად შევამცირებთ ახალ შემთხვევებს – გამყრელიძე

13:29 ორშაბათი, 26 ოქტომბერი 2020

„პირბადის ტარების კულტურა მეტი და მეტია, მაგრამ მეტი გვჭირდება – 60%-დან რომ ავიდეთ 95%-მდე, ნახავთ, რომ ჩვენ სერიოზულად შევამცირებთ ახალი დაინფიცირებულების რიცხვს“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ.

გამყრელიძის თქმით, საქართველოში პირბადის მოხმარების მაჩვენებელი დღეს დაახლოებით 60-64%-ია.

პირბადის ტარებაზე მკაცრი რეკომენდაცია ნარჩუნდება სამ დიდ ქალაქში – თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, თუმცა, ამირან გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ მსგავსი რეკომენდაცია გაიცეს სხვა რეგიონებთან მიმართებაშიც.

„დღეს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, კიდევ ერთხელ იყო ხაზგასმა და მკაცრი მოწოდება პირბადის ტარების, დისტანციის და ჰიგიენური წესების დაცვის და ასევე, მაქსიმალურად სამედიცინო პერსონალის მობილიზების. აქ მხედველობაში მაქვს ის, რომ ძირითადი დარტყმა ახლა გადადის პირველად ჯანდაცვაზე და ჰოსპიტალურ სექტორზე.

გთხოვთ, ხშირად გაახმოვანოთ სლოგანი – თითოეულმა მოქალაქემ იცოდეს თავისი ოჯახის ექიმი ვინ არის, მისი სახელი, გვარი და ტელეფონის ნომერი, რათა ეწყება თუ არა სიმპტომები (აუცილებელი არ არის იყოს კოვიდი, იმიტომ, რომ ახლა თანდათან რესპირაციული ვირუსები შედის ძალაში) – თუ არის ტემპერატურა, ხველა, სურდო, სუნთქვის გაძნელება და ყელის ტკივილი, აუცილებლად დარეკოს პირველ რიგში ოჯახის ექიმთან. თუ მისი ნომერი არ იცის, იმოქმედოს „112“-ის საშუალებით.

ოჯახის ექიმთან ურთიერთობა დღეს ერთ-ერთი მთავარი საკითხია. ის გადაწყვეტს კოვიდ-სასტუმროში უნდა გადაიყვანონ მოქალაქე თუ ბინაზე იმკურნალოს, ოჯახის ექიმი ეტყვის, როდის არის ტესტის ჩატარება აუცილებელი, საჭიროა ანტიგენის ტესტი, PCR ტესტი თუ ა.შ. მთავარია სწრაფი იზოლაცია, რომ თუ კოვიდ-ინფიცირებულია, მან კიდევ არ გაავრცელოს ინფექცია. დღეს ეს არის ჩვენი სტრატეგიის მთავარი გეზი მომავალი თვეების განმავლობაში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, კორონავირუსის შემთხვევების პიკი ნოემბრის მეორე-მესამე კვირაშია მოსალოდნელი, ამიტომ შემთხვევათა რაოდენობის ყოველდღიური ზრდის ტენდენცია გაგრძელდება.

საქართველოში დღეს კორონავირუსის 1872 ახალი შემთხვევა დადასტურდა. აქედან თბილისში ფიქსირდება 913 შემთხვევა, რეგიონებში არსებული მონაცემები კი ასეთია: იმერეთი – 337, აჭარა – 296, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 90, ქვემო ქართლი – 89, შიდა ქართლი – 54, გურია – 32, კახეთი – 13, მცხეთა-მთიანეთი – 30, სამცხე-ჯავახეთი – 11, რაჭა ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 7.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]