„როგორც თავად მეუფემ მაცნობა, მასთან წინა კვირას ინტერვიუზე იმყოფებოდა ჟურნალისტი, რომელსაც მეორე დღეს დაუდასტურდა ვირუსი. ამის მეშემდეგ, სიფრთხილის გამო, მეუფე კონტაქტებისაგან თავს იკავებდა და იყო ფაქტიურად თვითიზოლაციაში. მომდევნო დღეებში მან ჩაიტარა ტესტირება და დადასტურების შემდეგ, როგორც რეკომენდირებულია, იმყოფება იზოლაციაში, საკუთარ რეზიდენციაში. დღეისათვის ავადმყოფობის სიმპტომები არ ვლინდება“, – აცხადეს ანდრია ჯაღმაიძე.
მისივე ინფორმაციით, გასულ კვირას მეუფეს მსახურება არ შეუსრულებია და აქედან გამომდინარე, ნაკლებადაა მოსალოდნელი, რომ მის გარემოცვაში ამ შემთხვევას გავრცელება მოჰყვეს.
საქართველოში დღეს კორონავირუსის 1872 ახალი შემთხვევა დადასტურდა. აქედან თბილისში ფიქსირდება 913 შემთხვევა, რეგიონებში არსებული მონაცემები კი ასეთია: იმერეთი – 337, აჭარა – 296, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 90, ქვემო ქართლი – 89, შიდა ქართლი – 54, გურია – 32, კახეთი – 13, მცხეთა-მთიანეთი – 30, სამცხე-ჯავახეთი – 11, რაჭა ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 7.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 18 692 აქტიური შემთხვევაა. აქედან 3832 ადამიანი მკურნალობის კურსს საავადმყოფოში გადის, 2249 – კოვიდ-სასტიმროებში, ხოლო 12 611 ბინაზე მკურნალობს. საავადმყოფოში მოთავსებული 401 პაცინეტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 117 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება (თბილისში – 71, ხოლო აჭარის რეგიონში – 23).