weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლებისთვის გადასატანი ყუთის მოთხოვნის ვადა გახანგრძლივდა

19:21 ორშაბათი, 26 ოქტომბერი 2020

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) გადაწყვეტილებით, თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის გადასატანი ყუთის მოთხოვნის ვადა 27 ოქტომბრის 14:00 საათამდე გახანგრძლივდა.

თვითიზოლაციაში მყოფმა ამომრჩევლებმა უნდა დარეკონ ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრში ტელეფონის ნომერზე 2-51-00-51 (0) და მოითხოვონ გადასატანი საარჩევნო ყუთით მომსახურება. გადასატანი საარჩევნო ყუთით სარგებლობას შეძლებენ თვითიზოლაციაში მყოფი ის ამომრჩევლები, რომელთა მონაცემებიც ოფიციალურად ფიქსირდება შესაბამისი უწყების მონაცემთა ბაზაში.

თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების რეგისტრაცია ცესკომ 24 ოქტომბერს დაიწყო და დღეს, 26 ოქტომბერს, 18:00 საათზე უნდა დასრულებულიყო. ცესკოს მონაცემებით, ამ დროისთვის მათ 4000-ზე მეტმა ამომრჩეველმა მიმართა.

ოფიციალური მონაცემებით, დღეს თვითიზოლაციაში იმყოფება 27 736 ადამიანი, საიდანაც თბილისში არის 3608 პირი, აჭარაში - 10 910, იმერეთში - 4 105.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]