weather cur horoscope tv
დეკემბერი 25, 2024

კახეთში კორონავირუსის 249 აქტიური შემთხვევაა, თვითიზოლაციაშია 1022 მოქალაქე

23:52 სამშაბათი, 27 ოქტომბერი 2020

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების ინფორმაციით, რეგიონში დღეს დადასტურებული კორონავრუსის 23 შემთხვევიდან 3 ყვარლის ერთ-ერთ სკოლაში დაფიქსირდა. ინფიცირებულები მოსწავლეები არიან, რის გამოც სწავლა საკლასო ოთახებში დროებით შეჩერდა და დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება. ინფიცირებულები ერთი ოჯახიდან არიან და უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტებს წარმოადგენენ.

დღეის მდგომარეობით, კახეთს რეგიონში კორონავირუსის 249 აქტიური შემთხვევაა. აქედან 28 პაციენტი კოვიდ-კლინიკაში მკურნალობს, 220 პირი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ დატოვებულია ბინაზე სამკურნალოდ, ხოლო 1 კარანტინში იმყოფება.  

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში განაცხადეს, კახეთში ეპიდსიტუაცია სტაბილური და მართვადია, არცერთი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის მძიმე.

სექტემბრიდან დღემდე რეგიონში რეგისტრირებულია კოვიდ-19-ის 362 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა. მუნიციპალიტეტების მიხედვით მათი განაწილება ასეთია: 

თელავი – 98

გურჯაანი – 74

ყვარელი – 63 

სიღნაღი – 37

ლაგოდეხი – 36

ახმეტა – 29

დედოფლისწყარო – 15 

საგარეჯო – 10

362 ინფიცირებულიდან 113 პირი გამოჯანმრთელდა. გარდაცვალების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. 

კახეთის რეგიონში დღემდე ჩატარებულია 31279 PCR ტესტირება. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]