weather cur horoscope tv
ნოემბერი 02, 2024

ვგობთ ჟურნალისტის უკანონო მიყურადებისა და თვალთვალის ფაქტს – ქარტია

18:06 ხუთშაბათი, 29 ოქტომბერი 2020

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ეხმაურება „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებას, რომელიც ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტისა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის სატელეფონო საუბარს შეეხებოდა.

„დღეს, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ საზოგადოებას გააცნო „ტვ პირველის“ ჟურნალისტის, ნატო გოგელიასა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, ბესო ქათამაძის სატელეფონო საუბრის დეტალები. ჟურნალისტის განმარტებით, ასეთი სატელეფონო საუბარი ნამდვილად შედგა და აქედან გამომდინარე, ფიქრობს, რომ მას უსმენენ.

ქარტია გმობს მოქალაქეების და მათ შორის ჟურნალისტთა უკანონო მოსმენებისა და თვალთვალის პრაქტიკას. ეს ეწინააღმდეგება საზოგადოებრივი დემოკრატიული განვითარების პრინციპებსა და ლიბერალურ ღირებულებებს.

ასევე მიუღებელია, როდესაც უკანონო სატელფონო მოსმენების შინაარსს ასაჯაროებენ მაღალი თანამდებობის პირები და პოლიტიკოსები“, – ნათქვამია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ქარტია მოუწოდებს შესაბამის უწყებებს, დროულად მოახდინონ სათანადო რეაგირება სატელეფონო ჩანაწერების უკანონო მოპოვებისა და გამოყენების ფაქტზე.

„მიგვაჩნია, რომ დაცული უნდა იყოს ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებები. მოვუწოდებთ საარჩევნო პროცესში მონაწილე ყველა აქტორს, კარგად გაიაზრონ მედიის როლი არჩევნების გამჭვირვალედ და დემოკრატიულად ჩატარების პროცესში და ხელი შეუწყონ მათ თავისუფლად და უსაფრთხოდ მუშაობას“, – აცხადებს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია.

 

ამ თემაზე:

ჟურნალისტის სავარაუდო მოსმენასთან დაკავშირებით NGO-ები განმარტებას ითხოვენ

„კობახიძემ საჯაროდ აღიარა რომ მისმენენ“ – TV პირველის ჟურნალისტი

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]