weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

გორთან ავტოავარიის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, 11 დაშავდა

09:58 პარასკევი, 30 ოქტომბერი 2020

გორთან, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე ერთმანეთს სატვირთო ავტომანქანა და სამგზავრო მიკროავტობუსი შეეჯახა, რის შედეგადაც მიკროავტობუსის 5 მგზავრი დაიღუპა, ხოლო 11 ადამიანი დაშავდა. ავტოავარია გვიან ღამით მოხდა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ხატია დეკანოიზის განცხადებით, გარდაცვლილები „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები იყვნენ. ისინი თბილისში, ოპოზციის აქციაზე იმყოფებოდნენ და სამეგრელოში ბრუნდებოდნენ.

„სამედიცინო მანიპულაციები გრძელდება კიდევ ერთ ადამიანთან. დიდი გლოვა გვაქვს. მე პირადად ვიცნობდი ამ ადამიანებს, წარმოუდგენელია ასეთი პატრიოტების, ახალგაზრდა ადამიანების, მხარდამჭერების და არაჩეულებირვი ადამიანების დაკარგვა“, – განაცხადა დეკანოიძემ ჟურნალისტებთან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ავტოავარია საავტომობილო გზის 77-ე კილომეტრზე, მოხდა. მათივე ცნობით, სატვირთო მანქანა თურქული სანომრე ნიშნებით მოძრაობდა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან ორზე მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ამ თემაზე:

გორთან ავტოავარიის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, 11 დაშავდა

გორთან, ავტობანზე მომხდარ ავარიასთან დაკავშირებით ტრაილერის მძღოლი დააკავეს

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]