weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

გურჯაანის სოფელ ვაზისუბანში ორი ადამიანი მოკლეს

16:44 პარასკევი, 30 ოქტომბერი 2020

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბანში მკვლელობა მოხდა. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად მოკლულია ორი ადამიანი – ქალი და მამაკაცი. დაჭრილია ორი პირი. სავარაუდო დამნაშავე – მოკლული ქალის ქმარი, გაქცეულია და მას პოლიცია ეძებს.

როგორც „რეგინფოს“ გურჯაანის „ჯეო ჰოსპიტალის“ მენეჯერმა, გელა ორველაშვილმა განუცხადა, მათთან ერთი დაჭრილი შეიყვანეს. ექიმის ცნობით, მამაკაცს ცეცხლნასროლი ჭრილობები აქვს, ჩამსხვრეული აქვს სახის ძვლები, რის გამოც შესაძლოა საჭირო გახდეს მისი თბილისში, სპეციალიზირებულ კლინიკაში გადაყვანა. გელა ორველაშვილის განცხადებით, დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

მეორე დაშავებულს მსუბუქი ჭრილობა აქვს, რის გამოც ჰოსპიტალიზაცია არ დასჭირდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. 

 

ამ თემაზე:

გურჯაანში ცოლისა და მეზობლის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]