weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

გლდანში მომხდარი ინციდენტების გამო 5 ადამიანი დააკავეს

17:44 შაბათი, 31 ოქტომბერი 2020

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, ვაჟა სირაძის განცხადებით, თბილისში, გლდანში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე მომხდარ ინციდენტებზე, პირველადი ინფორმაციით, პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის, ადმინისტრაციული წესით, 5 პირია დაკავებული.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები მობილიზებულები არიან საარჩევნო უბნებთან. ადგილზე მოხდა ინციდენტი, მხარეებს შორის იყო დაპირისპირება. გავერკვევით სიტუაციაში. ამ ეტაპისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა, პირველადი ინფორმაციით, 5 პირი დააკავეს ადმინისტრაციული წესით, პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის. რაც შეეხება დაპირისპირების ფაქტებს, კონკრეტულ სიტუაციაში სამართლებრივ რეაგირებას მოვახდენთ და დაზუსტებულ ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით“, – განაცხადა ვაჟა სირაძემ.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა არ დაადასტურა ინფორმაცია, რომ საარჩევნო უბანზე სროლა იყო.

„ამ ეტაპზე, ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, სროლის ფაქტს ვერ დაგიდასტურებთ. რაც შეეხება უბანზე იარაღით ყოფნის ფაქტს, აღნიშნულის არსებობის შემთხვევაში, აუცილებლად სწრაფად მოვახდენთ რეაგირებას“, – თქვა სირაძემ.

„მთავარი არხის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გლდანში, 84-ე საარჩევნო უბანზე სროლა იყო. ამავე რაიონში, 79-ე საარჩევნო უბანზე რამდენიმე პირმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ტელეფონი დაუზიანა ინტერნეტგამოცემა „პუბლიკას“ ჟურნალისტს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]