weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

არასერიოზული შეფასებებია, თითქოს გზაში ვიღაცა რაღაცას ცვლის – თამარ ჟვანია

10:07 კვირა, 01 ნოემბერი 2020

„არასერიოზული შეფასებებია, თითქოს გზაში ვიღაცა რაღაცას ცვლის (იქნება ეს ოლქი თუ ცესკო), ეს აბსოლუტური აბსურდი და საუკუნეებს მიღმა ჩარჩენილი შეფასებაა, რომელიც დიდი ხანია განვითარებული საქართველოს ისტორიიდან არის წაშლილი“, – განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ.

ჟვანიამ ასევე თქვა, რომ მცდარი და საფუძველს მოკლებულია ყველა შეფასება, თითქოს ცესკო რაღაცას არასწორად აკეთებს. 

„ცესკო-მ რამდენიმე ათეული წელია დაამტკიცა, რომ მის მიერ დათვლილი შედეგები ზუსტია. ეს მტკიცდება, როგორც საერთაშორისო დასკვნებით და შეფასებებით, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების დათვლის შედეგებით. ამავდროულად, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, საუბნო შემაჯამებელი ოქმები, რომელიც საარჩევნო უბნებში დგება, ამ ოქმებს აკვირდება პოლიტიკური პარტიის 80 ათასზე მეტი წარმომადგენელი, 47 ათასზე მეტი ადგილობრივი დამკვირვებელი, 6 ათასამდე მედიის წარმომადგენელი, ასევე საერთაშორისო დამკვირვებლები. უფრო მეტიც, არიან კომისიის წევრებიც, რომლებიც აღნიშნულ ოქმებს ადასტურებენ საკუთარი ხელმოწერით და რაც მთავარია, ეს ოქმები ყველა საარჩვნო უბანზე გაიცემა ყველა იქ მყოფ უფლებამოსილ პირზე. ყველა მათგანს უბნიდან წაღებული აქვს შემაჯამებელი ოქმი და შეუძლიათ, შეადარონ იმ ოქმებს, რომელიც ჩვენს ვებგვერდზე არის განთავსებული“,– განაცხადა ჟვანიამ.

მისივე თქმით, ცესკო ემსახურება პირველ რიგში ხალხს და არა რომელიმე პოლიტიკური სუბიექტის ინტერესს.

„ცენტრალური საარჩევნო კომისია დათვლის შედეგებს ზუსტად, ზუსტად ისევე, როგორც ითვლიდა და მე მახსენდება წინა არჩევნები, როდესაც იგივე პოლიტიკური სუბიექტები ჩვენ ბრალს გვდებდნენ არჩევნების შედეგების თითქოსდა შეცვლაში, თუმცა მათივე დათვლილი შედეგი ერთი ერთში ზუსტად იგივე იყო, როგორიც ჩვენი. არასამთავრობო მაღალი რეპუტაციის ორგანიზაციების პარალელური დათვლის შედეგები წლებია ერთ ერთში ემთხვევა ცესკოს შედეგებს. მინდა მივმართო საზოგადოებას, ნუ აყვებით პოლიტიკურ ინტერესებს. მერწმუნეთ, ცენტრალური საარჩევნო კომისია ბოლომდე ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ თითოეული ამომრჩევლის ნება იყოს ასახული“, – განაცხადა ჟვანიამ.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ უარყოფითად შეაფასა ცესკოს მიერ არჩევნების შემაჯამებელი ოქმების გამოქვეყნების გაჭიანურება. საიას განცხადებით, ამან კითხვის ნიშნები და მანიპულაციის განცდა გააჩინა. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]