weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

გიორგი რურუას გლდანის ციხეში პატიმრები ფიზიკურად გაუსწორდნენ

00:09 სამშაბათი, 03 ნოემბერი 2020

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა დაადასტურა, რომ გლდანის ციხეში პატიმრებმა ტელეკომპანია „მთავარი არხის“ მეწილეს, გიორგი რურუას სცემეს. რურუაზე თავდასხმის შესახებ ინფორმაცია 2 ნოემბერს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა და რურუას ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა გაავრცელეს.

„ჩემთვის როგორც ცნობილია, დღეს ბატონ რურუაზე ციხეში განხორციელდა ფიზიკური თავდასხმა. ზუსტად არ ვიცი დეტალები, მაგრამ მას თავს დაესხნენ.

როგორც ჩანს, ეს იყო ციხის შიგნით შეგზავნილი პოლიტიკური დაკვეთა ხელისუფლების მხრიდან. ეს არის ის მეთოდები, რომლითაც ეს ხელისუფლება მუშაობს. ეს არ არის ჩვეულებრივი პოლიტიკური გუნდი, რომელიც ჩვენს ქვეყანას მართავს“, – თქვა სამადაშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში.

დიმიტრი საძაგლიშვილიც მიიჩნევს, რომ რურუას მიმართ ძალადობა ხელისუფლების მიერაა ორგანიზებული და მომხდარს არჩევნებს უკავშირდება. საძაგლიშივილის ინფორმაციით, რურუას ჯანმრთელობის მდგმარეობა დამაკმაყოფილებელია.

სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

„2020 წლის 2 ნოემბერს, N8 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებული გიორგი რურუა, ადვოკატთან ვიზიტის მიზნით გამოყვანილი იყო საკნიდან. დაახლოებით 15:25 საათზე, 1-ლი სარეჟიმო კორპუსის E-6 ფლიგელში (სადაც 24-საათიანი ელექტრონულ-ვიზუალური მეთვალყურეობა ხორციელდება) გადაადგილებისას მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ბრალდებულმა პ.ნ.-მ, რომელიც იმ დროს იმყოფებოდა იქვე მდებარე სამორიგეო ოთახში და ახორციელებდა სატელეფონო ზარს. 

აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში იქვე ახლოს მდებარე N76 საკანში (ბრალდებულ პ.ნ.-ს საკანში), ტარდებოდა საპირფარეშოს სარემონტო სამუშაო, რის გამოც საკნის კარი იყო ღია. გიორგი რურუას მოცემულ ფლიგელში გადაადგილებისას, სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ოფიცერმა მიხურა მითითებული საკნის კარი და იქვე დადგა. როდესაც პ.ნ.-სა და გიორგი რურუას შორის მოხდა ფიზიკური დაპირისპირება, ოფიცერი გაიქცა მათ გასაშველებლად, ამ დროს საკნიდან გამოვიდნენ პ.ნ.-ს თანამესაკნეები: ნ.ო., დ.ძ., გ.ჯ. და გ.ც. და მათაც მაიყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა გიორგი რურუას. 

ინციდენტი პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების მიერ იქნა აღკვეთილი, თუმცა ფიზიკური დაპირსპირების შედეგად გიორგი რურუას აღენიშნება სისხლნაჟღენთები სახის არეში. მას დაწესებულების მორიგე ქირურგის მიერ მაშინვე გაეწია პირველადი სამედიცინო დახმარება“ ,– ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაში. 

უწყების ინფორმაციითვე, გამოძიების ფარგლებში ადვოკატის თანდასწრების გარეშე გამოკითხვაზე გიორგი რურუამ უარი თქვა, ხოლო მისმა ადვოკატმა გამოძიების ორგანოს შეთავაზებაზე, მისულიყო საპატიმროში და დასწრებოდა გამოკითხვის პროცესს, ასევე უარი განაცხადა მოუცლელობის გამო. 

ამასთან, პენიტენციურმა სამსახურმა განაცხადა, რომ ვინაიდან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს მომხდარის საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს. „ნებისმიერი სახის პოლიტიკური სპეკულაციების სამომავლოდ თავიდან ასაცილებლად“, უწყებამ რურუაზე თავდასხმის ამსახველი ვიდეოკადრები გაავრცელა.

30 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარების ბრალდებით დაკავებული გიორგი რურუა დამნაშავედ ცნო და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასამართლომ რურუა სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლითაც გაამტყუნა, რაც ძალაში შესული განაჩენის ხელის შეშლას გულისხმობს.

გიორგი რურუა სამართალდამცავებმა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. ის დანაშაულს არ აღიარებს და აცხადებს, რომ სამართალდამცველებმა მისი ნების საწინააღმდეგოდ აუღეს დნმ-ის ნიმუში და იარაღი ჩაუდეს. გიორგი რურუა თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს და დაკავებას უკავშირებს 2019 წლის ივნისიდან მიმდინარე საპროტესტო აქციებში მონაწილეობას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]