weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

6 თვეში საქართველოში შემოსვლაზე ყველაზე მეტჯერ უარი ინდოეთის მოქალაქეებს ეთქვათ

12:09 პარასკევი, 11 აგვისტო 2017

2017 წლის პირველ ექვს თვეში საქართველოში შემოსვლაზე უარი სულ 2 922 მოქალაქეს ეთქვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, საზღვრიდან ყველაზე მეტჯერ - 571-ჯერ, ინდოეთის მოქალაქეები გააბრუნეს.

რაც შეეხება სხვა ქვეყნის მოქალაქეებს, საქართველოს სახელმწიფო საზღვრზე შემოსვლაზე უარი თურქეთის მოქალაქეებს - 492-ჯერ ეთქვათ, აზერბაიჯანის მოქალქეებს - 418-ჯერ, რუსეთის მოქალაეებს - 230-ჯერ, სირიის მოქალაქეებს - 175 ჯერ, უზბეკეთის მოქალაეებს - 171-ჯერ.

იანვარი-ივლისის პერიოდში საზღვარზე სულ 7 631 სამართალდარღვევა დაფიქსირდა. ეს რიცხვი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაზრდილია. გამოვლენილ სამართალდარღვევებიდან ყველაზე მეტი საქართველოში შემოსვლაზე უარს ეხება.

ინდოეთის მოქალაქისთვის საქართველოში შემოსვლაზე უარის გახმაურებული შემთხვევა 29 ივნისს დაფიქსირდა, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰქვა. ხუშბუ კაუშალი, რომელიც საქართველოში მოგზაურობას გეგმავდა, აცხადებდა, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ქართველმა მესაზღვრეებმა შეურაცხყოფა მიაყენეს და უკან ახსნა-განმარტების გარეშე გააბრუნეს. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]