weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

თბილისში ყველა საბავშვო ბაგა-ბაღი ხვალიდან განუსაზღვრელი ვადით იხურება

11:29 ოთხშაბათი, 04 ნოემბერი 2020

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ხვალიდან, 5 ნოემბრიდან, თბილისის ყველა საბავშვო ბაგა-ბაღი დროებით, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებამდე დაიხურება. ამის შესახებ კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

„თბილისში, ბაგა-ბაღებში სწავლა დავიწყეთ, თუმცა ძალიან მალე მოგვიწია 40-მდე საბავშვო ბაღის დახურვა. არსებული ეპიდემიოლოგიური მგდომარეობიდან გამომდინარე, გუშინ, ძალიან ბევრი მსჯელობა იყო ამ საკითხზე და ხვალიდან საბავშვო ბაგა-ბაღები მთლიანად დაიხურება დროებით, ვიდრე ეპიდმდგომარეობა არ გამოსწორდება. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვუფრთხილდები, ჩვენი შვილების, მომავალი თაობების ჯანმრთელობის უსაფრთხოებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მშობლებს ბაგა-ბაღებიდან ბავშვებისთვის განკუთვნილი საკვები პროდუქტების წაღების საშუალება ექნებათ.

„ეს შეზღუდვები გაგრძელებება მანამ, სანამ რეკომენდაციები არ იქნება მოწოდებული უწყებათაშორისი საბჭოს მხრიდან“, – აღნიშნა კალაძემ.

საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 2295 ახალი შემთხვევა დადასტურდა. აქედან, თბილისში გამოვლენილია 989 შემთხვევა. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]