weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ბექა ხახუბიას საქმეზე საპატრულო პოლიციის სამ თანამშრომელს ბრალი წაუყენეს

13:31 პარასკევი, 11 აგვისტო 2017

გორის გვირაბთან მომხდარი ავარიის საქმეზე, რომლის შედეგადაც 21 წლის ბექა ხახუბია გარდაიცვალა, საპატრულო პოლიციის შიდა ქართლის სამმართველოს სამ თანამშრომელს პროკურატურამ ბრალი წაუყენა.

როგორც "რეგინფოს" მთავარ პროკურატურაში განუცხადეს, სამივე თანამშრომელს ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე და 116-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას და სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით. დანაშაული ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით ხუთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებას და თანამდებობებიდან მათ გადაყენებას ითხოვს. პროკურატურის შუამდგომლობას გორის რაიონული სასამართლო ამ წუთებში განიხილავს.

ავტოსაგზაო შემთხვევა გორის გვირაბთან 16 მაისს მოხდა. „ბე-ემ-ვეს“ მარკის ავტომობილის მძღოლი არ დაემორჩილა სამართალდამცავების მოთხოვნას გაეჩერებინა ავტომობილი, რის შემდეგაც საპატრულო პოლიცია მის დევნას ახორციელებდა. პოლიციელებმა, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავ ჯიპს გორის გვირაბთან გზა ტრაილერით ჩაუხერგეს, მძღოლმა მანქანის დამუხრუჭება ვერ შეძლო, ტრაილერს შეასკდა და ადგილზე გარდაიცვალა. ბექა ხახუბია ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი ხახუბიას შვილი იყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]