weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თედო გობეჯიშვილი გარდაიცვალა

15:32 შაბათი, 07 ნოემბერი 2020

ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თედო გობეჯიშვილი 43 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ დღეს, „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

„სულ სხვა თემით ვაპირებდით დღევანდელი ბრიფინგის დაწყებას, მაგრამ, საუბედუროდ, გვიწევს ძალიან შემაშფოთებელი ინფორმაციით დაწყება. დაიღუპა ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თედო გიბეჯიშვილი, რომელიც ამ სამსახურში მუშაობდა 2006 წლიდან და სამწუხაროდ, 43 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ჩვენი ინფორმაციით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები გუშინ, რამდენიმე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს რეპრესიებით ემუქრებოდნენ, ზეწოლისა და მუწარის გამოყენებით. ერთ-ერთი ზეწოლის შემთხვევა მოხდა სწორედ ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიმართ, რომელიც გარდაიცვალა“, – განაცხადა გიორგი ხელაშვილმა ბრიფინგზე.

„ქართულმა ოცნებამ“ სამართალდამცველებს მოუწოდა, დაუყოვნებლივ აღძრან სისხლის სამართლის საქმე მომხდართან დაკავშირებით.

საოლქო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ცესკომაც, სადაც ნათქვამია, რომ თედო გობეჯიშვილი მოულოდნელად გარდაიცვალა.

ისნის საოლქო საარჩევნო კომისია ერთ-ერთია, სადაც ოპოზიცია არჩევნების შედეგებს აპროტესტებს. ბოლო დღეებში, საარჩევნო ადმინისტრაციების მიერ საჩივრების განხილვის დროს, აქციები ისნის საოლქო კომისიასთანაც იმართებოდა.

 

ამ თემაზე:

ქართული ოცნება ადამიანის სიცოცხლეს პოლიტიკური მანიპულაციებისთვის იყენებს – დეკანოიძე

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]