weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ისნის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება დაიწყო

17:30 შაბათი, 07 ნოემბერი 2020
ფოტოზე თედო გობეჯიშვილი ფოტოზე თედო გობეჯიშვილი

ისნის საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თედორე გობეჯიშვილის გარდაცვალების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

თედორე გობეჯაშვილის გარდაცვალების შესახებ ცნობილი გახდა „ქართული ოცნების“ წევრის, გიორგი ხელაშვილის დღევანდელი ბრიფინგიდან. განცხადება გაავრცელა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამაც, სადაც ნათქვამია, რომ ოლქის თავმჯდომარე მოულოდნელად გარდაიცვალა.

„ქართული ოცნება“ თედორე გობეჯიშვილის გარდაცვალებას მასზე განხორციელებულ ზეწოლას უკავშირებს.

„ჩვენი ინფორმაციით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები გუშინ, რამდენიმე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს რეპრესიებით ემუქრებოდნენ, ზეწოლისა და მუწარის გამოყენებით. ერთ-ერთი ზეწოლის შემთხვევა მოხდა სწორედ ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიმართ, რომელიც გარდაიცვალა“, – განაცხადა გიორგი ხელაშვილმა და სამართალდამცველებს გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდა.

ისნის საოლქო საარჩევნო კომისია ერთ-ერთია, სადაც ოპოზიცია არჩევნების შედეგებს აპროტესტებს. ბოლო დღეებში, საარჩევნო ადმინისტრაციების მიერ საჩივრების განხილვის დროს, აქციები ისნის საოლქო კომისიასთანაც იმართებოდა.

 

ამ თემაზე:

ქართული ოცნება ადამიანის სიცოცხლეს პოლიტიკური მანიპულაციებისთვის იყენებს – დეკანოიძე

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]