weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

წერტილოვანი შეზღუდვები შესაძლოა კიდევ გაფართოვდეს – გამყრელიძე

18:12 შაბათი, 07 ნოემბერი 2020

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვები შესაძლოა კიდევ გაფართოვდეს.

მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 9 ნომებრიდან, 22:00 საათიდან 05:00 საათამდე, შვიდ დიდ ქალაქში გადაადგილება შეიზღუდება. გარდა ამისა, ამ ქალაქებში ფუნქციონირებას შეაჩერებენ კერძო და მუნიციპალური საბავშვო ბაღები.

„ეს პროცესი არ გაჩერდება. ეპიდსიტუაციის მიხედვით შესაძლებელია წერტილოვანი შეზღუდვები კიდევ და კიდევ გაფართოვდეს, იმიტომ, რომ სხვანაირად, სამწუხაროდ, ამ პანდემიის შეკავება ვერ ხორციელდება. უნდა გავითვალისწინოთ ის გამოცდლება, რასაც უკვე გადიან მთელი რიგი ევროპული თუ არა ევროპული ქვეყნები, რომლებმაც უკვე გაიარეს პირველი ტალღა და არიან მეორე ტალღის პიკებში. ამ გამოცდილების გათვალისწინებით უნდა შევეცადოთ, რომ საქართველო მინიმალური დაზიანებით გამოვიდეს პანდემიიდან“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დღეს, 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 2859 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც საქართველოში პანდემიის დაწყების შემდეგ ყველაზე დიდი მაჩვენებელია. თბილისში 1197 ახალი შემთხვევა დადასტურდა, აჭარაში – 620, იმერეთში – 438, სამეგრელო-ზემო სვანეთში –138, ქვემო ქართლში – 109, კახეთში –94, სამცხე-ჯავახეთში – 72, გურიაში – 63, შიდა ქართლში – 62, მცხეთა-მთიანეთში – 38, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 28.

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც შიდა, ისე გარე სივრცეში. გარდა ამისა, ქვეყნის მასშტაბით ყველა რესტორანსა და კვების დაწესებულებას აკრძალული აქვს 22:00 საათის შემდეგ მუშაობა. აჭარაში და 10 დიდ ქალაქში 25 ნოემბრამდე სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს. აკრძალულია 10-ზე მეტის ადამიანის მონაწილეობა ისეთ სოციალურ ღონისძიებებში, როგორებიცაა ქორწილი, დაბადების დღე, ქელეხი და ა.შ. ასევე არ არის ნებადართული ღია სივრცეში ისეთი კულტურული და სპორტული ღონისძიებების გამართვა, რომელშიც 200-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობს.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]