უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, შეზღუდვა არ გავრცელდება: საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვებზე; ოპერაციულ შტაბთან შეთანხმებით, იმ პირებსა და ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, რომელთა გადაადგილება კრიტიკულად აუცილებელია სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად, მათ შორის სამედიცინო და ფარმაცევტული დანიშნულების, სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისა და მედიის წარმომადგენლებზე და მიტანის სერვისის კურიერებზე.
ყველა ორგანიზაცია იმუშავებს 22:00 საათამდე, გარდა სამედიცინო და ფარმაცევტული დანიშნულებისა და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისა.
„ასევე, ამ ქალაქებში მიღებული იქნება სპეციალური ზომები მუნიციპალურ ტრანსპორტში ადამიანების რაოდენობის შემცირებასთან დაკავშირებით. დღის განმავლობაში ტრანსპორტის გადაადგილება არ შეიზღუდება“, – აღნიშნულია საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებაში.
როგორც ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა განმარტა, დამატებითი წერტილოვანი შეზღუდვების ფარგლებში, გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის დარღვევისთვის ფიზიკური პირისთვის გათვალისწინებულია 2000-ლარიანი ჯარიმა, იურიდიული პირისთვის კი 10 000-ლარიანი.
გუშინ, 8 ნოემბერს, 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 2901 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 34 პაციენტი კი გარდაიცვალა.