weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სექტემბრიდან სკოლების ბუფეტებში არაჯანსაღი პროდუქტების გაყიდვა აიკრძალება

15:00 პარასკევი, 11 აგვისტო 2017

განათლებისა და მეცნიერების მინისტრ ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, ახალი სასწავლო წლიდან სკოლების ბუფეტებში არაჯანსაღი პროდუქტის გაყიდვა აიკრძალება. მინისტრის განმარტებით, საუბარია გაზიან სასმელებზე, შაქრისა და მარილის მაღალი შემცველობის მქონე პროდუქტებზე.

„ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ როგორც საზოგადოებამ, რომ განსაკუთრებით მავნე პროდუქტები ჩვენს სკოლებში არ იყოს. ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია. შევეცდებით, წავახალისოთ ჯანსაღი საკვები, ხილი, ბოსტნეული და სხვა ჯანსაღი პროდუქტები. მებუფეტეების ტრენინგები, მათთან თანამშრომლობა, სოფლის მეურნეობასთან და ჯანდაცვასთან თანამშრომლობა მიმდინარეობს. უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ სექტემბრიდან, როდესაც ბავშვები სკოლაში მივლენ, ბუფეტი შეცვლილი დახვდებათ. შემდგომ პერიოდში ჩვენი ბუფეტი სულ უფრო დაიხვეწება“, - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

განათლების მინისტრის ინფორმაციით, სკოლების ბუფეტებში საკვების გაყიდვა გაკონტროლდება. წესების დარღვევის შემთხვევაში სანქციის სახით ბუფეტის მფლობელთან ხელშეკრულება შეწყდება.

სკოლაში ჯანსაღი კვების სტანდარტების დანერგვის მიზნით, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ბრძანება რამდენიმე თვის წინ გამოსცა. ბრძანებაში ჩამოთვლილია ის პროდუქტები, რომელთა სკოლაში საკვებად გამოყენება მიზანშეწონილი არ არის.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]