მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, დღეს გამოვლენილი ინფიცირების 3473 ახალი შემთხვევიდან 1493 თბილისშია, რეგიონების მიხედვით კი ასეთი მონაცემებია:
იმერეთი – 513
აჭარა – 448
სამეგრელო-ზემო სვანეთი – 287
ქვემო ქართლი – 190
შიდა ქართლი – 175
მცხეთა-მთიანეთი – 119
სამცხე-ჯავახეთი – 72
კახეთი – 98
გურია – 55
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 23.
დღეს კორონავირუსის 16 981 აქტიური შემთხვევაა. აქედან 4957 ინფიცირებული საავადმყოფოში მკურნალობს, კოვიდ-სასტუმროებში გადაყვანილია 3413 ადამიანი, ხოლო ბინაზე სამკურნალოდ დატოვებულია – 8611.
მძიმეა საავადმყოფოებში მყოფი 633 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მათგან 357 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.
გუშინ, 12 ნოემბერს, ქვეყანაში კორონავირუსის 3120 ახალი შემთხვევა იყო.