weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

24 საათში კორონავირუსით 37 ადამიანი გარდაიცვალა, მძიმეა 633 პაციენტის მდგომარეობა

11:47 პარასკევი, 13 ნოემბერი 2020

საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირებული 37 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, თბილისში – 13, აჭარაში – 10, იმერეთში – 8, ქვემო ქართლში – 3, შიდა ქართლში – 2, კახეთში – 1.

მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, საავადმყოფოებში 4957 ინფიცირებული კურნალობს, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში მოთავსებულია 2420 ადამიანი, აჭარაში – 789, ხოლო იმერეთში – 963.

მძიმეა 633 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარება, მათ შორის, თბილისში მყოფი 309, აჭარაში მყოფი 101 და იმერეთში მყოფი 163 პაციენტია. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 357 პაციენტი, აქედან 191 თბილისში, 101 – აჭარაში, 33 – იმერეთში.

კოვიდ-სასტუმროებში 3413 ადამიანია გადაყვანილი, ხოლო სახლში სამკურნალოდ დატოვებულია 8611.

24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 3473-ით გაიზარდა, გამოჯანმრთელებულთა კი – 3342-ით.

პანდემიის დაწყებიდან (26 თებერვალი) დღემდე, ქვეყანაში ვირუსი სულ 73 154 ადამიანს დაუდასტურდა. აქედან 55 511 ინფიცირებული უკვე გამოჯანმრთელდა, ხოლო 636 გარდაიცვალა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]