weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

ბათუმის საავადმყოფოში კორონავირუსით 32 წლის ქალი გარდაიცვალა

12:24 პარასკევი, 13 ნოემბერი 2020

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 32 წლის ქალი გარდაიცვალა. ის საავადმყოფოში 4 ნოემბერს შეიყვანეს და რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობდა.

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა გიორგი კიკაბიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ პაციენტს ფილტვების 80% ჰქონდა დაზიანებული.

„ფილტვის 80%-ით დაზიანება ერთ და ორ დღეში არ ხდება. სამწუხაროდ, ალბათ, დაგვიანებით იყო კლინიკაში მოსული. დაგვიანების მიზეზს ვერ გეტყვით. ალბათ, ბინაზე იტარებდა მკურნალობას, რაც, როგორც ჩანს, არაეფექტური აღმოჩნდა და როდესაც გართულდა მდგომარეობა, მოიყვანეს საავადმყოფოში. ჩვენთან შემოყვანისთანავე რეანიმაციულ განყოფილებაში მოხვდა“, – განაცხადა გიორგი კიკაბიძემ.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 32 წლის ქალს კორონავირუსთან ერთად ჰქონდა პნევმონია, მარჯვენამხრივი სპონტანური პნევნოთორაქსი, თავის ტვინის დაზიანება დაუზუსტებელი. სუნთქვის მწვავე უკმარისობა, მწვავე რესპირაციული დისტრეს სინდრომი, თირკმლის მწვავე უკმარისობა, კომა, ღვიძლის უკმარისობა, ანემია. არტერიული ჰიპერტენზია. სამინისტროს განცხადებით, პაციენტს მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისას იყო მძიმე, აღენიშნებოდა სუნთქვის მწვავე უკმარისობა და ფილტვის დაზიანება.

ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში 10 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, 101 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძმეა და ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]