weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 6 არასრულწლოვანი დამნაშავედ სცნეს

16:27 პარასკევი, 13 ნოემბერი 2020

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ 19 წლის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ჯგუფური ძალადობის, ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით დაკავებული ექვსი არასრულწლოვანი დამნაშავედ სცნო. მათთვის შეფარდებული სასჯელი შემდეგ პროცესძე გამოცხადდება.

არასრულწლოვნების ადვოკატებმა განაცხადეს, რომ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

„სასამართლომ ყველა ბრალდებული გაამტყუნა წარდგენილ ბარალდებაში. რა თქმა უნდა, გადაწყვეტილება იყო დაუსაბუთებელი, არ გამომდინარეობდა მტკიცებულებებიდან. დღეს აღსრულდა ის სცენარი, რაც დაიწერა ბრალის წარდგენის დროს. სასამართლომ მომავალი მოუსპო ექვს ახალგაზრდას, განზრახ, როდესაც არ არსებობს არცერთი ბრალდებულის მიმართ მტკიცებულებები. მოსამართლე მოექცა მცდარი საზოგადოებრივი აზრის მარწუხებში, რაც შექმნა პროკურატურამ“, – განაცხადა ჟურნალისტებთან ბრალდებული ლ.შ.-ს ადვოკატმა, ზაქარია გვიშიანმა.

გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 22 ივნისს, ოთხდღიანი სამაშველო-სამძებრო ღონისძიებების შემდეგ მდინარე არაგვში იპოვეს. ის 18-19 ივნისის ღამეს გაუჩინარდა, რასაც წინ უძღოდა 18 ივნისს, მცხეთაში, ნარეკვავის დასახლებაში ახალგაზრდებს შორის მომხდარი დაპირისპირება.

საქმეზე 17 ახალგაზრდა დააკავეს, მათ შორის 6 არასრულწლოვანი იყო. თავდაპირველად, დაკავებულებს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 225-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც გულისხმობს ორი ან მეტი პირის მიმართ განხორციელებულ ჯგუფურ ძალადობას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და ამავე ძალადობაში მონაწილეობას და ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთას. 10 ივლისს გენერალურმა პროკურატურამ ექსპერტიზის დასკვნა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზი გახდა ასფიქსია წყალში დახრჩობით. ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ, 11 აგვისტოს, პროკურატურამ შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ ხუთ პირს ბრალი დაუმძიმა და მათ მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დამამძიბებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. ჯგუფურად განზრახ მკვლელობის საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო.

11 სრულწლოვანი ბრალდებული ამ დრომდე წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]