weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

15:57 შაბათი, 14 ნოემბერი 2020

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, ოპოზიციური პარტიების მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მოქალაქეები ხელახალი არჩევნების დანიშვნის და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გადადგომის მოთხოვნით არიან შეკრებილი.

აქციის მონაწილეებს მიმართა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ და თქვა, რომ აქციები გაგრძელდება.

„თუ რეჟიმს რაიმესი ეშინია და ცახცახებს ეს არის რუსთაველის გამზირი, ეს არის ხალხი. ეს ორი პროცესი – ერთი მხრივ, მშვიდობიანი მანიფესტაციები, საპროტესტო აქციები და მეორე მხრივ, მოლაპარაკება თქვენი სახელით – ერთი პროცესია, მაგრამ

უახლოეს დღეებში ჩვენ დავრწმუნდებით, რომ რეჟიმი საკუთარ თავს არ დაიმარცხებს საკუთარი ნებით. ამაში დარწმუნდება ყველა ელჩი და ყველა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორი.

ამის შემდეგ, ძალიან მშვიდობიანად, ერთ მშვენიერ დღეს, ეს გამზირი და თავისუფლების მოედანი გაივსება პატრიოტებით და არ დაიშლებიან, სანამ ეს ადამიანები რეჟიმიდან არ წამოვლენ და სახლებში არ წავლენ“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

დღევანდელ საპროტესტო აქციას წინ უძღოდა ოპოზიციური პარტიების ლიდერებსა და „ქართულ ოცნებას“ შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი, რომელიც ამერიკის საელჩოში, აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანისა და ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის შუამავლობით შეგდა.

31 ოქტომბრის არჩევნებს არ აღიარებენ და „ტოტალურ გაყალბებაზე“ საუბრობენ ოპოზიციური პარტიები, მათ შორის ის 9 პარტია და ბლოკიც, რომლებმაც შეძლეს 1%-იანი საარჩევნო ბარიერის გადალახვა. 3 ნოემბერს პარტიებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რითიც კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ არ ცნობენ არჩეული პარლამენტის ლეგიტიმურობას და უარს ამბობენ მანდატებზე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]