weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„საქნახშირის“ 144 თანამშრომელს COVID-19 დაუდასტურდა

13:14 სამშაბათი, 17 ნოემბერი 2020
ფოტო: eurasianet.org ფოტო: eurasianet.org

ტყიბულის მაღაროებში ქვანახშირის მომპოვებელი კომპანიის, „საქნახშირის“ 144 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც კომპანიამ წარმოების ორი კვირით შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც „საქნახშირში“ აცხადებენ, 13 ნოემბერს, „პისიარ“ ტესტირება კომპანიის 1170-ვე თანამშრომელს ჩაუტარდა. ამ დროისათვის ცნობილია 1114 თანამშრომლის ტესტირების პასუხი, მათგან კოვიდ დადებითია 144.

„შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, კომპანიის გადაწყვეტილებით, საწარმოში სამუშაო პროცესი ორი კვირით შეჩერდება. თანამშრომლების ძირითადი ნაწილი გადავა იზოლაციაში. მათ კოვიდ-სასტუმროებში გადაყვანას სახელმწიფო უზრუნველყოფს. შეიქმნება სპეციალური ქოლ-ცენტრი, რომელიც ინფიცირებულებისა და მათი ოჯახის წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს განახორციელებს. თანამშრომლებს ტესტირება ორკვირიანი კარანტინის გასვლის შემდეგ განმეორებით ჩაუტარდებათ“, – აცხადებს კომპანია.

ამასთან, „საქნახშირი“ განმარტავს, რომ თანამშრომლების ტესტირებას პერმანენტურად ატარებენ და აქტიურად ახორციელებენ სადეზინფექციო სამუშაოებს.

დღეს, 17 ნოემბრის მონაცემებით, 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3117 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 3638 ადამიანი, ხოლო 45 გარდაიცვალა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]