weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სასწრაფო დახმარების სამცხე-ჯავახეთის განყოფილების მენეჯერი COVID-19-ით დაიღუპა

12:16 ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2020

სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამცხე-ჯავახეთის რეგიონული განყოფილების მენეჯერი, თამაზ კაჭკაჭაშვილი კორონავირუსით გარდაიცვალა. ადგილობრივი გამოცემა „სამხრეთის კარიბჭის“ ცნობით, პაციენტი გუშინ ღამით, თბილისის საავადმყოფოში დაიღუპა.

„ერთი თვის უშედეგო ბრძოლის შემდეგ მაინც გმირულად დაეცა თამაზიც. სამშობლოსათვის ბრძოლას შეწირა თავი. სრულიად ჯანმრთელი იყო, მაგრამ იმ ვერაგმა ჰოსპიტალის ინფექციამ დაამარცხა, რომელსაც ვერ მოერია საქართველოს ჯანდაცვა“, – ციტირებს გარდაცვლილის მეუღლის კომენტარს „სამხრეთის კარიბჭე“.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 37 შემთხვევა დაფიქსირდა. მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ცნობით, 19 ადამიანი გარდაიცვალა თბილისში, 9 – აჭარაში, ხოლო 6 – იმერეთში. გარდაცვალების თითო-თითო შემთხვევა ფიქსირდება სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლისა და შიდა ქართლის რეგიონებში.

 

ამ თემაზე:

საქართველოში კორონავირუსის 3443 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

SKnews.ge

სამცხე–ჯავახეთის ახალი ამბების პორტალი (www.sknews.ge), რომელსაც ააიპ „სამხრეთის კარიბჭე“ მართავს. „სამხრეთის კარიბჭე“ გამოსცემს ყოველკვირეულ ქართულ და სომხურენოვან გაზეთს და ამუშავებს რეგიონულ რადიოს, რომელიც მაუწყებლობს სიხშირეზე FM 97.5

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]