weather cur horoscope tv
ნოემბერი 30, 2020

COVID-19-ის 1256 ახალი შემთხვევა თბილისშია, 664 – აჭარაში, 538 – იმერეთში, 238 – კახეთში

11:32 ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2020 hits 163

საქართველოში, 24 საათის განმავლობაში დადასტურებული კორონავირუსის 3697 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1256 შემთხვევა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო ავრცელებს.

რეგიონების მიხედვით ასეთი მონაცემებია:

აჭარა – 664 ახალი შემთხვევა

იმერეთი – 538

სამეგრელო-ზემო სვანეთი – 304

ქვემო ქართლი – 243

კახეთი – 238

შიდა ქართლი – 175

გურია – 127

მცხეთა-მთიანეთი – 91

სამცხე-ჯავახეთი – 55

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 6

ამ ეტაპზე ქვეყანაში კორონავირუსის 18 336 აქტიური შემთხვევაა. 5833 ინფიცირებული მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2689, აჭარაში – 928, იმერეთში – 1185.

869 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 377 ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა (თბილისში – 173, აჭარაში – 115, იმერეთში – 37).

3518 ადამიანი კოვიდ-სასტუმროში იმყოფება, 8985 კი მკურნალობს ბინაზე.

დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 49 047 ადამიანი.

პანდემიის დაწყებიდან (26 თებერვალი) დღემდე, საქართველოში კორონავირუსი სულ 93 092 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 73 877 უკვე გამოჯანმრთელებულია. კორონავირუსით სულ 853 ადამიანი გარდაიცვალა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]