უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 18 336 აქტიური შემთხვევაა. 5833 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 8985 კი ბინაზე. 3518 პირი გადაყვანილია კოვიდ-სასტუმროში.
პანდემიის დაწყებიდან (26 თებერვალი) დღემდე, საქართველოში კორონავირუსი სულ 93 092 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 73 877 უკვე გამოჯანმრთელებულია. კორონავირუსით სულ 853 ადამიანი გარდაიცვალა.
ამ თემაზე:
COVID-19-ის 1256 ახალი შემთხვევა თბილისშია, 664 – აჭარაში, 538 – იმერეთში, 238 – კახეთში