weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

კორონავირუსით 38 ადამიანი გარდაიცვალა, 869 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

11:37 ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2020
ფოტოზე ბერდია სიჭინავა ფოტოზე ბერდია სიჭინავა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 38 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს გარდაცვალების შემთხვევებიც. გარდაიცვალა 38 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 16, აჭარაში – 8, იმერეთში – 8, შიდა ქართლში – 1, ქვემო ქართლში – 3, ხოლო კახეთში – 2 ადამიანი“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

ამ ეტაპზე, ქვეყანაში კორონავირუსის 18 336 აქტიური შემთხვევაა. 5833 ინფიცირებული მკურნალობს საავადმყოფოში, 3518 კოვიდ-სასტუმროში იმყოფება, 8985 კი მკურნალობს ბინაზე.

869 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 377 ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა (თბილისში – 173, აჭარაში – 115, იმერეთში – 37).

პანდემიის დაწყებიდან (26 თებერვალი) დღემდე, საქართველოში კორონავირუსი სულ 93 092 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 73 877 უკვე გამოჯანმრთელებულია. კორონავირუსით სულ 853 ადამიანი გარდაიცვალა.

 

ამ თემაზე:

საქართველოში COVID-19-ის 3697 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

COVID-19-ის 1256 ახალი შემთხვევა თბილისშია, 664 – აჭარაში, 538 – იმერეთში, 238 – კახეთში

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]